19/07/2022

,,წრეში ომია”

19 ივლისს, 20:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება ჯგუფ The Window-ს და პოეტ კატო ჯავახიშვილის პირველი მუსიკალურ-ლიტერატურული კოლაბორაცია „წრეში ომია“.
კაცობრიობის ისტორია ხომ ომების ისტორიაა. ჩვენ მოგიყვებით წრეზე, რომელზეც დავდივართ. წრეზე, სადაც ომია. წრეზე, საიდანაც უნდა გამოვაღწიოთ, რომ ადამიანებად დარჩენა შევძლოთ. ჩვენი ამბავი მშვიდობის გზავნილია საფრენი ზონიდან.
მონაწილეობენ:
  • ჯგუფი The Window;
  • ნინო ისაკაძე - სოლისტი/მუსიკის ავტორი;
  • თამუნა ნიუმენი - ვიოლინო;
  • დათო თავაძე - ფლეიტა/კლავიში/Sound Art ;
  • მარიამ წიბახაშვილი - ჩელო.
საღამოზე გაჟღერდება ჯგუფის THE WINDOW საავტორო მუსიკა, კატო ჯავახიშვილის პოეზია და სხვა მუსიკალური ნაწარმოებები: Radiohead, Portishead, ირაკლი ჩარკვიანი, Depeche Mode.
დასწრება თავისუფალია. საღამოზე გაიყიდება ჯგუფ The Window-ს ალბომი (შეზღუდული რაოდენობით) უკრაინის ომის მხარდასაჭერად.