წელს პაოლო იაშვილის საიუბილეო, დაბადებიდან 130 -ე წელია. 1937 წლის 22 ივლისს პაოლო იაშვილმა „ცისფერყანწელების“ ორდენის ერთ-ერთმა დამაარსებელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან მწერალთა კავშირის შენობის მეორე სართულზე საკუთარი სანადირო თოფით მოიკლა თავი. ეს იყო დიდი ტერორისა და საბჭოთა რეპრესიების წინააღმდეგ ერთადერთი საჯარო პროტესტი.
29 ივლისს, 21:00 საათზე, მსახიობი მერაბ ნინიძე 85 წლის წინანდელი ტრაგიკული ივლისის ქრონიკას გააცოცხლებს სიმონ ჩიქოვანის, ირაკლი აბაშიძის, კოლაუ ნადირაძის, სერგო კლდიაშვილისა და სხვა თვითმხილველთა მოგონებებიდან.
დასწრება თავისუფალია!