09/09/2022

თბილისი მე-7 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი იწყება

9 -14 სექტემბერს თბილისი მეშვიდედ უმასპინძლებს საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც ჩვენს ქალაქს 11 ქვეყნიდან 14 ავტორი ეწვევა.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მთავარი თემაა „შინ“.
შინ – როგორც ადამიანის იდენტობის განმსაზღვრელი ადგილი.

პროგრამის სადისკუსიო თემები ამ სიმბოლოს და მის შინაარსს დაეთმობა.
ფესტივალის ტრადიციული ორგანიზატორი და მასპინძელია მწერალთა სახლი.

კვირეულის განმავლობაში გაიმართება პოეზიის საღამოები, პანელ-დისკუსიები, წიგნების წარდგენები, შეხვედრები საინტერესო ავტორებთან.

თბილისის მე-7 საერთაშორისო ფესტივალის უცხოეული სტუმრები არიან: 

  • ანდრი ლიუბკა (უკრაინა)
  • მარტინ სოლოტრუკი (სლოვაკეთი)
  • ჯესიკა ტრეინორი (ირლანდია)
  • ჯონ ო’დონელი (ირლანდია)
  • გრეტა ამბრაზაიტე (ლიტვა)
  • დომინიკას ნორკუნასი (ლიტვა)
  • სერგეი ტიმოფეევი (ლატვია)
  • დმიტრი სტროცევი (ბელარუსი)
  • არიანე ფონ გრაფენრიდი (შვეიცარია)
  • იუსტინა ბარგელსკა (პოლონეთი)
  • კშიშტოფ ჩიჟევსკი (პოლონეთი)
  • ანდრეას ფლურაკისი (საბერძნეთი)
  • ბერნჰარდ შლინკი (გერმანია)
  • ტარა მაკდაუელი (ავსტრალია)

პროგრამა დეტალურად იხლეთ ბმულზე

თბილისის მეშვიდე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან: თბილისის მერია, შვეიცარიის საელჩოს საქართველოში, Prohelvetia, პოეზიის პლატფორმა Versopolis, ორგანიზაცია Literature Ireland, გოეთეს ინსტიტუტი, ევროკავშირის ლიტერატურული პრემია, ორგანიზაცია Latvian Literature.