17/05/2023

ეთნიკური ნაციონალიზმიდან სამოქალაქო ნაციონალიზმამდე

ვინ აღიქმება ქართველად საქართველოში დღეს? რა გზა გამოვიარეთ 90-იანი წლების ეთნიკური ნაციონალიზმიდან, რომელიც ქართველად მხოლოდ მართლმადიდებლებს და ეთნიკურ ქართველებს მოიაზრებდა? როგორ შეიცვალა ქართული ნაციონალიზმი და რომელ ძირითად ღირებულებებს ეფუძნება ის დღეს? რამდენადაა დაცული ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებები? რა პრობლემების წინაშე დგანან ისინი?
მომხსენებლები:
ოქტაი ქაზუმოვი - მთარგმნელი, მწერალი.
მალხაზ სონღულაშვილი - ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსი.
მოდერატორი - ნინო ბექიშვილი.
თარიღი: 17.05.2023 | 17:00 საათი.
მისამართი: ახალციხე, გრიგოლ ხანძთელის #30, კაფე კანტორა 19.
-----
მწერალთა სახლი კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „საქართველო - ევროპული იდენტობის ძიებაში“. ესაა დისკუსიების ციკლი, რომლებიც გაიმართება საქართველოს რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, გურია, კახეთი) თანამედროვე ქართული იდენტობისა და კულტურის შესახებ.
პროექტის მიზანია კრიტიკული დიალოგის წამოწყება საქართველოს რეგიონებში იმ პრობლემების შესახებ, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი საზოგადოება დგას. უკანასკნელი 30 წლის გააზრება კულტურისა და სამოქალაქო უფლებების ჭრილში, საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების და რადიკალიზმის შემცირება, ისეთი საკითხების წამოწევა, რომლებზეც ნაკლებად საუბრობს ქართული საზოგადოება, ან პირიქით, დროდადრო მწვავდება საუბარი. აგრეთვე, თანამედროვე ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ტექსტების განხილვა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების კუთხით.
პროექტში მონაწილეობენ მწერლები, ჟურნალისტები, მეცნიერები და სამოქალაქო აქტივისტები.
დასწრება თავისუფალია!