2022 წელს მწერალთა სახლის, ლიეტუვის მწერალთა კავშირისა და ლიეტუვის კულტურის ინსტიტუტის ფინანსური მხარდაჭერით, გამომცემლობა საგამ თანამედროვე ლიეტუველ ქალთა პროზა „ტექსტის ხიბლი" გამოსცა. წიგნის წარდგენასთან დაკავშირებით, საქართველოს ლიეტუველი პროზაიკოსები ეწვივნენ: ბირუტე იონუშკაიტე, ლაურა ჩერნიაუსკაიტე, დანუტე კალინაუსკაიტე, კაზიმიერა კაზიევაიტე და ინა სიმუტიტე.
კრებულის წარდგენა მწერალთა სახლში 16 მაისს, 18.00 საათზე გაიმართება.
დასწრება თავისუფალია!