18 მაისს, 18.00 საათზე მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექცია/დისკუსია თემაზე “საბჭოთა რეპრესიები: თანამედროვე მუზეუმი როგორც სოციალური აგენტი”.
ლექციის ფარგლებში განხილული იქნება რეპრესირებული მწერლების მუზეუმისა და ვარშავის აჯანყების მუზეუმის შექმნის ისტორია და მათი მისია თანამედროვე სოციუმის განვითარებაში.
მომხსენებლები:
ნატა ლომოური - მწერალთა სახლის დირექტორი.
პაველ უკიელსკი - ვარშავის აჯანყების მუზეუმის დირექტორი.
მოდერატორი - ელინა ვალაიტე (რეპრესირებული მწერლების მუზეუმი).
ღონისძიება ხორციელდება პოლონური ინსტიტუტის ხელშეწყობით (Instytut Polski w Tbilisi).
ღონისძიების ენა: ინგლისური/ქართული.
დასწრება თავისუფალია!
მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე:
https://rb.gy/s9zqd
მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში მუზეუმებში ვიზიტი უფასოა.