18/05/2023

ტური მწერალთა სახლში

18-20 მაისს მწერალთა სახლი მუზეუმის საერთაშორისო კვირეულს მასპინძლობს.
18 მაისს, 20:00 საათზე მწერალთა სახლის ღამის ტურს გაუძღვება მწერალთა სახლის დირექტორი - ნატა ლომოური.
მწერალთა სახლის შენობას განსაკუთრებული და უნიკალური ისტორია აქვს. შენობა ცნობილმა მეცენატმა და ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელმა, ქიმიისა და ფილოსოფიის დოქტორმა, დავით სარაჯიშვილმა 1903-1905 წლებში ააგო.
დავით სარაჯიშვილის სახლი გახსნისთანავე იქცა ქალაქის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად, თუმცა ამ შენობაში დიდი საბჭოთა ტერორის დროს მომხდარმა ტრაგედიებმა, მაჩაბლის 13 ჩვენი საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებაში მყარად დაუკავშირა 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიებს და ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხსოვნის სიმბოლოდაც აქცია.
დღეს მწერალთა სახლში გაერთიანებულია სახლის დამაარსებლისა და ცნობილი ქართველი ფილანთროპის, დავით სარაჯიშვილისა და საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი მწერლების მუზეუმები.
18 მაისს მწერალთა სახლში ვიზიტი ღამის 01.00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
დასწრება თავისუფალია!
მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://rb.gy/s9zqd
მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში მუზეუმებში ვიზიტი უფასოა.