19/05/2023

ცირა ელისაშვილის საჯარო ლექცია: "დავით სარაჯიშვილი - დაუსრულებელი ისტორია"

19 მაისს, 19.00 საათზე, მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში გაიმართება ცირა ელისაშვილის საჯარო ლექცია: "დავით სარაჯიშვილი - დაუსრულებელი ისტორია".
ლექციაზე განხილული იქნება ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებლის, საზოგადო მოღვაწისა და ცნობილი ქველმოქმედის, დავით სარაჯიშვილის ცხოვრება, მოღვაწეობა და მისი გარდაცვალების შემდეგ გაგრძელებული ისტორია.
მსმენელი გაეცნობა დავით სარაჯიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ფორაქიშვილის ღვაწლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მათ მიერ დატოვებული ანდერძის მნიშვნელობას.
დასწრება თავისუფალია!
მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე: https://rb.gy/s9zqd
მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში მუზეუმებში ვიზიტი უფასოა.