20 მაისს, 15.00 საათზე მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში საგანმანათლებლო ვორქშოპი მოზარდებისთვის “მე არ ვწერ ლექსებს” გაიმართება.
“მე არ ვწერ ლექსებს” რეპრესირებული მწერლების მუზეუმის ახალი საგანმანათლებლო პროგრამაა.
ვორქშოპის მიმდინარეობისას მოზარდები გაეცნობიან დადაიზმს, XX საუკუნის დასაწყისის ევროპული ავანგარდის სახელოვნებო მიმართულებას; ცისფერყანწელების ისტორიას - ქართველ სიმბოლისტ პოეტთა და პროზაიკოსთა შემოქმედებით გაერთიანებას, რომელიც 1920-იან წლებში ქართულ ლიტერატურაში დომინირებდა; დადაისტური პოემის შექმნის ისტორიას.
Პროგრამის მიზანია მოზარდებში თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მეშვეობით კრეატიული აზროვნების გამომუშავება და ქართული პოეზიის გაცნობით გასული საუკუნის ისტორიის ანალიზი.
ვორქშოპის პრაქტიკულ ნაწილში მოზარდები გაეცნობიან რეპრესირებული მწერლების (პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, კოლაუ ნადირაძე, მარი აბრამიშვილი, მიხა ხელაშვილი) პოეზიას და დადაისტური პოემის ტექნიკის გამოყენებით საკუთარ ლექსს შექმნიან.
ასაკობრივი ჯგუფი: 10-14 წელი.
ვორქშოპის მენტორები: ვასო გულეური, ელინა ვალაიტე.
ვორქშოპში მონაწილე მოზარდების მაქსიმალური რაოდენობა 30.
დასწრება თავისუფალია!
მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე:
https://rb.gy/s9zqd
მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის განმავლობაში მუზეუმებში ვიზიტი უფასოა.