23 მაისს, სამშაბათს, 19:00 საათზე, გამომცემლობა "პალიტრა L" გიწვევთ თანამედროვე ქართული ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, ქართველი მკითხველისათვის გამორჩეულად საყვარელი მწერლის, ნაირა გელაშვილის რომანის - „პირველი ორი წრე და ყველა სხვა“ პრეზენტაციაზე.
„პირველი ორი წრე და ყველა სხვა“ საქართველოს უახლესი წარსულის სიღრმისეული გააზრების მცდელობად შეიძლება შეფასდეს. მასში ნაირა გელაშვილმა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს ისტორიული სინამდვილის სიღრმისეული, ფენომენოლოგიური ანალიზი შემოგვთავაზა.