25/05/2023

"რეპრესირებული მწერლების მუზეუმი მწერალთა სახლში" | თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

25 მაისს, 16:30 საათზე, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართება ღონისძიება - "რეპრესირებული მწერლების მუზეუმი მწერალთა სახლში".
მონაწილეები: ნატალია ლომოური, გიორგი კაკაბაძე.
ფორმატი: პრეზენტაცია, დისკუსია.
-------
2023 წლის გაზაფხულზე მწერალთა სახლში რეპრესირებული მწერლების მუზეუმი გაიხსნა. დიდი საბჭოთა ტერორის დროს მომხდარმა ტრაგედიებმა ჩვენი საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებაში მაჩაბლის N13 მყარად დაუკავშირა 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიებს. 1921 წლის 28 თებერვალს, დავით სარაჯიშვილისეული სახლი, რომელიც იმ დროისთვის ცნობილ მრეწველსა და მეცენატს, აკაკი ხოშტარიას ეკუთვნოდა, საბჭოთა რევოლუციური კომიტეტის ბრძანებით მწერალთა და ხელოვანთა გაერთიანებას გადაეცა. ასე დაიწყო ამ სახლის საბჭოთა ისტორია, რომელიც მთელი ეპოქის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს მოიცავს.
მუზეუმი აერთიანებს მუდმივმოქმედ ექსპოზიციასა და განახლებად საგამოფენო სივრცეს, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ავტორსა და მოვლენას დაეთმობა, რაც ხელს შეუწყობს საბჭოთა წარსულის სიღრმისეულ გადააზრებას და მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ამ თემაზე ეროვნული მასშტაბის დისკუსიისთვის. მუზეუმზე და მის კონცეფციაზე გვესაუბრება მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური.