27/05/2023

„კულტურა იბრძვის“ - საჯარო დისკუსია

27 მაისს, 19:00 საათზე - თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ფესტივალის ფოკუს ქვეყნის, პოლონეთის ორგანიზებული პანელ-დისკუსია - „კულტურა იბრძვის“.
დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალმა და პოლონეთის კულტურის ინსტიტუტმა მოიწვიეს წამყვანი პოლონელი, ქართველი და უკრაინელი მოაზროვნეები და კულტურის მენეჯერები, რათა განიხილონ უპრეცედენტო გამოწვევები, რომლებიც წარმოიშვა კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის ომის დაწყებისას. დისკუსია შეეხება "კულტურულ დეზინფორმაციას“ და ბრძოლას თვითგამორკვევის უფლებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის ინსტიტუტის დირექტორი, ვოლოდიმირ შეიკო, კრაკოვის საერთაშორისო კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ლუკაშ გალუსეკი; ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტის პროფესორი ვალდემარ კულიგოვსკი; მწერალი და საქართველოს პენ ცენტრის პრეზიდენტი, ივა ფეზუაშვილი, საერთაშორისო არტისტული გაერთიანების პროგრამის Wolne Słowo-ს კურატორი ანნა ლაზარი. დისკუსიას გაუძღვება მაგდალენა ნოვაკოვსკა.
დისკუსია გაიმართება ინგლისურ ენაზე.