27 მაისს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში ახალი საბავშვო კრებულის - "პატარა მამაცი გულები - ამბები სიკეთესა და იმედზე" პრეზენტაცია და პანელური დისკუსია გაიმართება. ღონისძიება ტარდება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალთან თანამშრომლობითა და ფესტივალის ფოკუს ქვეყნის, პოლონეთის მიერ ორგანიზებული პანელური დისკუსიის, „კულტურა იბრძვის“, ფარგლებში.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ კრებულის ავტორები: მინდია არაბული, ნატალია ტროხიმი, პაულა ერიზანუ და აფსანა იუსიფოვა. შეხვედრას მოდერაციას გაუწევს მწერალი თამთა მელაშვილი.