14/06/2023

რატი ამაღლობელი - ახალი ლექსები კრებულიდან „წელიწადის დროები“

გეპატიჟებით 14 ივნისს, საღამოს 18:30 საათზე მწერალთა სახლში, სადაც რატი ამაღლობელი წაიკითხავს ახალ ლექსებს კრებულიდან „წელიწადის დროები“. წიგნი ჯერ არ გამოცემულა, ასე რომ, გაქვთ უნიკალური შესაძლებლობა, მოუსმინოთ გამოუქვეყნებელ ლექსებს, გახდეთ პირველი მსმენელი!
გრძელდება ის ტრადიცია, რომელიც დავით სარაჯიშვილის სახლში თავიდანვე არსებობდა - აქ ილია და აკაკი კითხულობდნენ და საზოგადოებას აცნობდნენ თავის ჯერ დაუბეჭდავ ნაწარმოებებს, რაც კიდევ უფრო მეტად აღვივებდა ინტერესს ახალი ლექსებისა თუ პოემების მიმართ.
დასწრება თავისუფალია!