23/05/2024

23 მაისს მწერალთა სახლში „სტუდიო მემორი“ დოკუმენტური ფილმისა და ამავე სახელწოდების ალბომის პრეზენტაციას გამართავს.

ძირითადი თემაა პოლიტიკა და მოდა. დოკუმენტური ფილმი და ალბომი ეძღვნება ქართული არისტოკრატიის იძულებით ოდისეასა და დამკვიდრებას საფრანგეთის მიწაზე, სადაც მათ, განსაცდელთან ერთად, აღიარებაც ელოდათ. ფილმში ემიგრაციის ზოგადი სურათი იკვეთება, ხუთი მაღალი წრის ქალბატონის, პოეტთა და მხატვართა აღიარებული მუზების - მერი შერვაშიძის, მელიტა ჩოლოყაშვილის, რიმა ერისთავის, ანა ჭავჭავაძისა და ლილია ზელენსკაიას ბიოგრაფიების ფონზე, რომლებიც მეოცე საუკუნის 20-30-იან წლებში კოკო შანელის მოდელები იყვნენ.

პროექტის ხელმძღვანელია რუსუდან ფანცულაია, წიგნისა და ფილმის სცენარის ავტორია ნინო ხოფერია. რეჟისორი და ოპერატორი ზვიად მიქელაძე. მომზადდა „სტუდიო მემორიში".

დასაწყისი 19:00 საათზე
დასწრება თავისუფალია