29 მაისს მწერალთა სახლში გაიმართება დოკუმენტური ფილმის ჩვენება, სახელწოდებით „ბაჩანა ხალვაშის მარიონეტების ისტორია".
ფილმში მოთხრობილია პატარა თეატრის უჩვეულო ამბავი: ხელოვნების ძალით გაცოცხლებულმა თოჯინებმა, რომლებმაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა მოიარეს, უეცრად შეწყვიტეს არსებობა თეატრის დახურვის გამო...
მაგრამ მარიონეტებს, რომელთაც ადამიანები მართავენ, თავად შეუძლიათ მართონ ადამიანთა ემოციები...
დოკუმენტური ფილმის რეჟისორია ნინო ხოფერია (სტუდია „ავტოგრაფი").
მწერალთა სახლის ფოიეში წარმოდგენილი იქნება ფილმის პერსონაჟების ფოტოების სერია.
დასაწყისი 17:30
დასწრება თავისუფალია