01/06/2024

შემოქმედებითი შეხვედრა „ეს ჩემი საყვარელი წიგნია"

1 ივნისს, 13:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი შეხვედრა „ეს ჩემი საყვარელი წიგნია".

ბავშვები გაეცნობიან წიგნის ყდის დიზაინის ძირითად პრინციპებს და კოლაჟის ტექნიკით შექმნიან რჩეული წიგნისთვის ყდის საკუთარ ვერსიას.

შეხვედრა განკუთვნილია 9-11 წლის მოსწავლეებისთვის.

რეგისტრაციისთვის მსურველებს გთხოვთ, მოგვწეროთ მწერალთა სახლის ფეისბუქ-გვერდზე. იჩქარეთ, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს 15 მოსწავლე.