09/06/2024

მწერალთა სახლში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის სამსახიობო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტები თანამედროვე ქართველი დრამატურგის - ბასა ჯანიკაშვილი პიესას „მშვიდობით თემურ!" საჯაროდ წაიკითხავენ

9 ივნისს მწერალთა სახლში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის სამსახიობო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტები თანამედროვე ქართველი დრამატურგის - ბასა ჯანიკაშვილი პიესას „მშვიდობით თემურ!" საჯაროდ წაიკითხავენ.

 

პროექტი უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ სტუდენტებმა პიესაზე მუშაობა დრამატურგთან ერთად დაიწყეს და მათ ზუსტად ისწავლეს პიესის „კითხვა" - ერთ-ერთი აუცილებელი ეტაპი მსახიობის შემოქმედებაში.

 

პროექტი ხელს უწყობს სფეროს პოპულარიზაციასა და სტუდენტების ჩართულობას - სწორედ ისინი ქმნიან ქართული თეატრის მომავალს.
პროექტის მხარდამჭერი: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.