26/06/2024

ლიტერატურული პრემია „მუზა 2023“-ის დებიუტის ნომინაციის ლაურეატი კოკა ჭანკოტაძე წარმოგიდგენთ პირველ პროზაულ კრებულს „ილუზიების მატარებელი“

მწერალთა სახლი და გამომცემლობა „სეზან ფაბლიშინგი“ აგრძელებენ ლიტერატურული პრემია „მუზა 2023“-ის გამარჯვებულ იმ ავტორებთან შეხვედრების ციკლს, რომელთა ნაწარმოებების ელექტრონული ვერსიები საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით წიგნად გამოიცა.
26 ივნისს მწერალთა სახლში ლიტერატურული პრემია „მუზა 2023“-ის დებიუტის ნომინაციის ლაურეატი კოკა ჭანკოტაძე წარმოგიდგენთ პირველ პროზაულ კრებულს „ილუზიების მატარებელი“.
ფაქიზი შინაგანი სამყარო, კარგვისა და გაქრობის შიში, სიყვარულის შესაძლებლობა თუ შეუძლებლობა − ის თემებია, რომლებიც მხატვრულად იშლება კოკა ჭანკოტაძის მოთხრობებსა და ნოველებში. განსხვავებული სიუჟეტების მიუხედავად, კრებული მაინც მთლიანობის მკაფიო შთაბეჭდილებას ბადებს − ესაა წიგნი ახალგაზრდა, მაძიებელ ხელოვანზე, რომელსაც ჭვრეტის მძაფრი წყურვილი აქვს. ის სხვადასხვა თავგადასავალში, ტკივილსა და ბედნიერების წუთებში შეიცნობს სიცოცხლესაც და სიყვარულსაც. ამ გზაზე შიში მისი მარადიული მტერია, თუმცა შესაძლებელია მისი მოშინაურებაც.
შეიძლება იყოს 1 ადამიანი, წვერი, სქელი ლორი and ტექსტი გამოსახულება