მარტინ ჰაიდეგერი მეოცე საუკუნის უდიდესი ფილოსოფოსია. მისმა ფილოსოფიამ გავლენა მოახდინა პოსტმოდერნიზმზე, ფრანკფურტის სკოლის აზროვნებაზე. ის სამართლიანად მიიჩნევა ეგზისტენციალიზმის მიმართულების უდიდეს მოაზროვნედ. ლექციაში საუბარი იქნება როგორც მის ხანმოკლე აფილიაციაზე ნაციონალ-სოციალისტურ მოძრაობასთან, ისე მისი ფილოსოფიის პოლიტიკურ განზომილებაზე.