გახდით ახალი ლიტერატურული თაობის დაბადების მონაწილე!
მწერალთა სახლმა და „ლიტერატურულმა გაზეთმა“ დაიწყო შეხვედრები ახალგაზრდა ავტორებთან, რომლებმაც უკვე მოიპოვეს აღიარება „ლიტერატურული გაზეთის“ ფურცლებზე. პუბლიკაციები „ლიტერატურულ გაზეთში“ მათი შემოქმედებითი გზის მხოლოდ დასაწყისია.
მეორე შეხვედრა 11 ოქტომბერს 19:00 საათზე შედგება. ლიტერატურის მოყვარულებს საშუალება გეძლევათ პირადად გაიცნოთ თანამედროვე ავტორები: ეკა ქაჯაია (პოეტი), გოდერძი გიგიტაშვილი (პროზაიკოსი) და ნინა სამხარაძე (პოეტი), მოისმინოთ მათი შემოქმედება და დაუსვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები.
დასწრება თავისუფალია.