13 ოქტომბერს 17:00 საათზე მწერალთა სახლში როჯერ სკრუტონის წიგნის „პოლიტიკური ფილოსოფია (მოსაზრებანი კონსერვატიზმისათვის)“ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართება.
სერ როჯერ სკრუტონი (1944-2020) XX-XXI საუკუნეების ერთ-ერთი უდიდესი ფილოსოფოსი და პოლიტიკური მოაზროვნეა. დიდია მისი ღვაწლი ფილოსოფიაში, პოლიტიკურ მეცნიერებაში, არქიტექტურაში, მუსიკათმცოდნეობასა და თეოლოგიაში.
წარდგენას გაუძღვება წიგნის ქართული თარგმანის ავტორი, პროფესორი, ფილოლოგი, პედაგოგი, მრავალი სამეცნიერონაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი პაატა ჩხეიძე.