თარიღი : 13.02.2019
წიგნის გამავრცელებელთა ევროპული და საერთაშორისო ფედერაცია, ევროპის მწერალთა საბჭო და ევროპელ გამომცემელთა ფედერაცია ევროპული კომისიის (ევროკავშირის) ორგანიზებით აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს მწერლებისთვის, რომლებსაც ერთი ან რამდენიმე წიგნი უკვე აქვთ გამოქვეყნებული, მაგრამ სალიტერატურო კრიტიკისა და ფართო მკითხველის ფოკუსში ჯერ არ მოხვედრილან (emerging authors). 2019 წლის ევროპის ლიტერატურული პრიზის მოსაპოვებლად “შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნებისთვის.
2019 წელს პრიზის მოსაპოვებლად შერჩეულ იქნა 14 ქვეყანა: ავსტრია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველოს, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიტვა, რუმინეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა. საქართველო და უკრაინა წელს პირველად მონაწილეობენ ამ კონკურსში, მიუხედავად იმისა, რომ პრემია მეთერთმეტედ გაიცემა.
კონკურსში მონაწილე თითოეულ ქვეყანაში შეიქმნა სპეციალური ჟიური, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულს. საქართველოში შერჩეულ იქნა 5 კაციანი ჟიური შემდეგი შემადგენლობით: ნატალია ლომოური, მწერალთა სახლის დირექტორი, მედეა მეტრეველი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თინათინ ბერიაშვილი, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის დირექტორი, პაატა შამუგია, პოეტი და მთარგმნელი, საქართველოს პენ-ცენტრის პრეზიდენტი, დათო ბარბაქაძე, მწერალი და მთარგმნელი.
წიგნისა და ავტორის საკონკურსოდ წარდგენა შესაძლებელია გამომცემლობის მიერ. თითოეულ გამომცემელს შეუძლია არაუმეტეს 5 მხატვრული (არა საბავშვო ან დოკუმენტური) წიგნის წარდგენა. ჟიურის წევრებს ასევე აქვთ საკონკურსო კანდიდატების წარდგენის უფლება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველ გამომცემლობებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ საკონკურსოდ განსახილველი წიგნი (2 ეგზემპლიარი) და განცხადება მწერალთა სახლის დირექტორის, ნატალია ლომოურის სახელზე; საკონკურსო მასალები მიიღება 2019 წლის 22 თებერვლამდე მწერალთა სახლში (მისამართი: ივ. მაჩაბლის ქ. 13). ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზე: nlomouri@writershouse.ge
2019 წლის 28 მარტს ჟიური გამოაქვეყნებს მოკლე სიას (მაქს. 5 წიგნს).15 აპრილს გამოვლინდება გამარჯვებული. 2019 წლის სექტემბრის ბოლოს კი ბრიუსელში ჩატარდება გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.
გამარჯვებული გამოვლინდება თოთხმეტივე ქვეყანაში და მიიღებს ფულად ჯილდოს 5 000 ევროს ოდენობით. გამარჯვებული ავტორების ტექსტები გამოიცემა ინგლისურად და ფრანგულად და გამოქვეყნდება ერთ კრებულად.
გამარჯვებული წიგნისა და ავტორის შერჩევის კრიტერიუმები:
სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე :
http://www.euprizeliterature.eu/what-eupl
https://ec.europa.eu/programmes/creative-europe/actions/literature-prize_en