თარიღი : 25.02.2019
სსიპ “მწერალთა სახლი” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით აცხადებს კონკურსს საბავშვო ჟურნალების გამოსაცემად.
კონკურსის მიზანია საბავშვო სალიტერატურო ჟურნალის/ების გამოცემის ხელშეწყობა, საბავშვო ლიტერატურული ნიმუშების წარმოჩენა, ბავშვებში წიგნისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა პერიოდული გამოცემების ხელშეწყობის გზით.
კონკურსი ხორციელდება საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 24 იანვრის N71 ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის ,,კულტურის ხელშეწყობა“ (30 10 02) პრიორიტეტის „ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობა“ ფარგლებში;
კონკურსის პირობები
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სალიტერატურო პერიოდიკის გამოცემით დაკავებულ იურიდიულ პირებს, რომლებსაც აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აქვთ.
კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს, კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტების რაოდენობასა და თითოეული პროექტის დაფინანსების თანხის ოდენობას განსაზღვრავს საკონკურსო კომისია.
წარმოდგენილი პროექტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) საბავშვო ლიტერატურული ჟურნალი უნდა იყოს საგანმანათლებო-შემეცნებითი ხასიათის, ილუსტრირებული, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის;
ბ) საბავშვო ჟურნალის ტექსტების არანაკლებ 70 % უნდა შეადგენდეს ქართული ლიტერატურის ნიმუშები, 30% შესაძლოა დაეთმოს ნათარგმნ, უცხოურ ლიტერატურას;
გ) საბავშვო ჟურნალის სამიზნე ჯგუფი უნდა იყოს ბავშვები 3 - დან 12 წლამდე;
დ) კონკურსანტმა საკონკურსო განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს გამოსაცემად მომზადებული ჟურნალის ავტორის ან/და საავტორო და მომიჯნავე უფლებების მქონე პირის/პირების წერილობითი თანხმობა/ნებართვა ჟურნალის გამოცემაზე.
კონკურსის ფარგლებში კონკურსანტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი საპროექტო განაცხადი.
კონკურსში უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს კონკურსანტს: რომლის პროექტიც, ითვალისწინებს პარტნიორების ფინანსურ ან სხვა ტიპის თანამონაწილეობას.
კონკურსში წარმოდგენილი პროექტის დაწყების თარიღი განისაზღვრება არა უადრეს 1 აპრილისა, ხოლო დასრულების თარიღად არა უგვიანეს 15 დეკემბრისა;
კონკურსში გამარჯვებული პროექტის/ების ავტორთან/ებთან გაფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება/ბი, რომლითაც განისაზღვრება მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
საკონკურსო პროექტების წარმოდგენის პირობები
კონკურსში მონაწილეობისათვის კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) წერილი მწერალთა სახლის დირექტორ-მენეჯერის სახელზე;
ბ) საპროექტო განაცხადი დანართი N1-ის - შესაბამისად;
გ) პარტნიორების ფინანსური ან სხვა ტიპის თანამონაწილეობის შემთხვევაში, თანამონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება ან წერილი);
დ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ;
ე) გამოცემის ტექნიკური პარამეტრები და ბეჭდვის ხარჯები წარმოდგენილი სტამბიდან სრულყოფილი 3 ინვოისით (ბაზრის კვლევა)
ვ) გამოცემის კონცეფცია წარმოდგენილი ელექტრონული (PDF ფაილის ან PowerPoint-ის სახით CD / DVD დისკზე ) შესაძლებელია მაკეტის სახითაც.
ზ) სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობის ნუსხა(CV);
თ) გამოსაცემად მომზადებული ჟურნალის ავტორის ან/და საავტორო და მომიჯნავე უფლებების მქონე პირის/პირების წერილობითი თანხმობა/ნებართვა ჟურნალის გამოცემაზე.
ი) საბანკო რეკვიზიტები (ბანკის მიერ გაცემული დოკუმენტი)
კონკურსანტი უფლებამოსილია შეცვალოს წარმოდგენილი განაცხადი, ან/და დამატებით წარმოადგინოს დოკუმენტაცია, მხოლოდ საკონკურსო განაცხადების მიღების ვადის დასრულებამდე;
საკონკურსო კომისია
გამარჯვებული პროექტების გამოვლენა განხორციელდება საკონკურსო კომისიის მიერ პროექტის ქულობრივი შეფასების საფუძველზე, შემდეგი კრიტერიუმებით:
# |
შეფასების კრიტერიუმი |
1 |
პროექტის შესაბამისობა კონკურსის მიზნებთან და საკონკურსო პირობებთან |
2 |
პროექტის მოსალოდნელი შედეგები (მდგრადობა) |
3 |
ბიუჯეტის შესაბამისობა პროექტის მიზანთან მიმართებაში |
4 |
შესაბამისი პროექტების განხორციელების გამოცდილება |
5 |
პარტნიორობა |
|
იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი საკონკურსო განაცხადი ვერ აკმაყოფილებს საკონკურსო განაცხადით დადგენილ პირობებს საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსი ცხადდება ჩაშლილად;
საკონკურსო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები:
ა) გამარჯვებული კონკურსანტის გამოვლენის თაობაზე;
ბ) თითოეული გამარჯვებული პროექტის/ები დაფინანსების თანხის ოდენობის თაობაზე;
საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, კონკურსანტს მოსთხოვოს, მისთვის კომისიის მიერ განსაზღვრული დაფინანსების ფარგლებში წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადის (მ.შ. ხარჯთაღრიცხის) დაზუსტების ან სხვა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა.
საკონკურსო კომისიის მოთხოვნა, დამატებითი ინფორმაციის ან/და დაზუსტებული განაცხადის (დანართი N2) წარმოდგენის თაობაზე, კომისიის მდივანის მიერ სამსახურებრივი ელექტრონული ფოსტის (info@writershouse.ge) საშუალებით ეცნობება კონკურსანტს;
კონკურსანტი ვალდებულია დაზუსტების მიზნით, კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია კომისიას წარმოუდგინოს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში.
კონკურსანტის მიერ ინფორმაციის წარმოუდგენლობის, ან ხარვეზით, ან ვადის დარღვევით წარმოდგენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე და ყველა წევრი;
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ოქმი), წარედგინება მწერალთა სახლის დირექტორ-მენეჯერს, რომელიც გამოსცემს ბრძანებას კონკურსში გამარჯვებული პირის/ების დაფინანსების თაობაზე.
კონკურსში გამარჯვებული პროექტების განმახორციელებელ ორგანიზაციებთან პროექტის განხორციელებამდე დაიდება შესაბამისი ხელშეკრულება.
კონკურსის ვადები
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2019 წლის 25 თებერვლიდან 14 მარტამდე (15:00 სთ) მწერალთა სახლში, მისამართზე: ქ. თბილისი, ივ. მაჩაბლის ქ.13
განაცხადის წარმოდგენასთან და კონკურსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე კონსულტაციები გაიმართება მწერალთა სახლში 4 მარტს 14:00 სთ-ზე; მისამართზე: ქ. თბილისი ივ. მაჩაბლის ქ.13
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სსიპ მწერალთა სახლის (www.writershouse.ge) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (www.mes.gov.ge) ვებგვერდებზე არა უგვიანეს 2019 წლის 27 მარტისა.
კონკურსის დასრულების შემდეგ, საკონკურსო განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია სამინისტროს მიერ კონკურსანტს უკან არ დაბრუნდება.