თარიღი : 07.05.2019
გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიისა და საზოგადოების ინტერესს მწერალთა სახლიდან 2018 წელს დაკარგულ ნივთებთან დაკავშირებით.
2017 წელს დავიწყეთ მზადება დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმის გახსნისთვის. შესაბამისად, აღმოსავლურ ოთახში ჩატარდა სარესტავრაციო - სარეაბილიტაციო სამუშაოები კერძო სექტორის ფინანსური მხარდაჭერით. ამ წლების მანძილზე რამდენჯერმე შევიძინეთ სხვადასხვა დროს დაკარგული ჭურჭლის კომპლექტი სარჯიშვილის მონოგრამით და დავაარსეთ სპეციალური ფონდი დავით სარაჯიშვილის სახლიდან ასევე ადრეულ წლებში გატანილი ავეჯის დასაბრუნებლად.
მუზეუმის ექსპოზიციაზე მუშაობის პროცესში, 2018 წლის ივლისში აღმოვაჩინეთ, რომ საცავიდან გატანილია ნივთები (აუდიტორული კომპანიის მიერ შეფასებული საერთო ღირებულებით 850 ლარად); აქვე განვმარტავთ, რომ მწერლთა სახლის ბალანსზე არსებული ყველა ნივთი აღრიცხული და შეფასებულია აუდიტის მიერ 2011 წელს მწერალთა სახლის გახსნისთანავე.