ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე მწერალთა სახლში - კონკურსი ახალგაზრდა ხელოვანებისთვის

თარიღი : 05.11.2019

მწერალთა სახლი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის, 10 დეკემბრის აღსანიშნავად აცხადებს პლაკატების კონკურსს ახალგაზრდა ხელოვანებისთვის.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18-28 წლის ახალგაზრდებს. პლაკატების თემაა ადამიანის უფლებები. მონაწილეებს აქვთ თავისუფალი არჩევანი - შეუძლიათ აიღონ რომელიმე უფლება ადამიანის საყოველთაო უფლებათა დეკლარაციიდან და შექმნან პლაკატი. თითოეულმა კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ერთი ნამუშევარი.პლაკატის ენა (წარწერები) უნდა იყოს ქართული.

საკონკურსო პლაკატების საბეჭდი ფაილები უნდა გამოგზავნოთ ელექტრონული სახით მისამართზე vguleuri@writershouse.ge. ფაილის პარამეტრებია: ფორმატი: jpg, 200 dp. ზომა A3.

საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 1 დეკემბერი.

პლაკატებს შეაფასებს ჟიური, რომლის ვინაობაც დაჯილდოებამდე კონფიდენციალურია.

დაჯილდოება და 10 საუკეთესო პლაკატის გამოფენა გაიმართება 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, მწერალთა სახლში.

გაიცემა სამი ფულადი პრემია:

I პრემია - 700 ლარი

II პრემია - 400 ლარი

III პრემია - 200 ლარი

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორს:

ვასო გულეური - 514964469

პროექტი ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს!