მოსწავლეთა ესეების კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია

თარიღი : 25.12.2019

25 დეკემბერს გაიმართა მწერალთა სახლის ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება, წლევანდელი კონკურსი გურამ დოჩანაშვილის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ჟიურიმ, რომელიც მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შედგებოდა, შემოსული 500-ზე მეტი ნაშრომიდან 12 საუკეთესო შეარჩია. გაიცა სამი პრემია და ცხრა წამახალისებელი პრიზი.

წელს მწერალთა სახლის მოსწავლეთა ესეების კონკურსის გამარჯვებულები არიან:

I პრემია - თეა ჭელიძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლა;

II პრემია - გიგი მირზიაშვილი, მცხეთის N1 საჯარო სკოლა;

III პრემია - ანა შამათავა, ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს N1 საჯარო სკოლა;

წამახალისებელი პრიზები (მაღაზიების „ალტა“ და „ბიბლუსი“ 100 ლარიანი ვაუჩერები) გადაეცათ:

  • ერეკლე ხოხიაშვილს, თერჯოლის რაიონის ქვედა სიმონეთის N1 საჯარო სკოლა;
  • ნათია ბერიძეს, ხულოს მუნიციპალიტეტის ტუნაძეების საჯარო სკოლა;
  • ზარუჰი ათორაკალიანს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის

რუსთაველის სახელობის N2 საჯარო სკოლა;

  • ვახტანგ გამცემლიძეს, თბილისის N72 საჯარო სკოლა,
  • როლანდ ხარაბაძეს, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლა;
  • ნია მერებაშვილს, გორის უნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის საჯარო სკოლა;
  • დარია სტრუკოვას, ნინოწმინდის რაიონის სოფ. ორლოვკის საჯარო სკოლა;
  • მარიამ მახვილაძეს, ქალაქ გორის N12 საჯარო სკოლა;
  • გიორგი ხვედელიძეს - ჭიათურის N2 საჯარო სკოლა.

მწერალთა სახლმა მოსწავლეთა ესეების კონკურსი ნოემბრის დასაწყისში გამოაცხადა. მასში მონაწილეობა შეეძლოთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებს.