მწერალთა სახლის ხელშეწყობით მწერალი აბო იაშაღაშვილი ინდოეთში მიემგზავრება

თარიღი : 23.01.2020

მწერალთა სახლის ხელშეწყობით პირველად მიდის ქართველი ავტორი ინდოეთში.

მწერალი აბო იაშაღაშვილი გაემგზავრება ინდოეთში, სადაც მონაწილეობას მიიღებს მათრუბუმის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში და სხვადასხვა ღონისძიებაში.

29 იანვარს ნიუ დელიში აბო იაშაღაშვილი სამ ავტორთან ერთად მონაწილეობას მიიღებს ღონისძიებაში ,,საღამო ევროპელ ავტორებთან და ლიტერატორებთან ერთად'.

ქალაქ ტრივანდრუმში მწერალი ,,მათრუბუმის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის" მიწვევით გაემგზავრება და 30 იანვრიდან 3 თებერვლამდე გამართულ ღონისძიებებში ფესტივალის ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება.