მწერალთა სახლი იწყებს შეხვედრების ციკლს "საუბრები ხელოვნებაზე"

თარიღი : 17.02.2020

20 თებერვალს, 18:30 საათზე მწერალთა სახლში გიწვევთ ციკლის „საუბრები ხელოვნებაზე“ პირველ შეხვედრაზე.

ღონისძიების სტუმრები იქნებიან ერეკლე დეისაძე და ვინდა ფოლიო. მუსიკოსებთან შეხვედრას მოდერაციას გაუწევს გია ხადური.

„საუბრები ხელოვნებაზე“ იქნება შეხვედრების ციკლი თანამედროვე და ტრადიციულ ხელოვნებაზე, მუსიკაზე, თეატრზე, კინოზე, ლიტერატურაზე, ქალაქზე და სხვადასხვა საინტერესო თემაზე.

შეხვედრები თვეში ერთხელ გაიმართება და ინფორმაცია მათ შესახებ მწერალთა სახლის ვებგვერდსა და ფეისბუქ გვერდზე განთავსდება.

დასწრება თავისუფალია!