განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შვიდი ლიტერატურული ჟურნალის გამოცემას დააფინანსებს

თარიღი : 22.02.2020

 

 

სპეციალურად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ, რომლის წევრებიც იყვნენ: ივანე ამირხანაშვილი (ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი), თეა თვალავაძე (გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის მოადგილე), ვახტანგ მაღრაძე (არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი), ლორეტა შენგელია (მხატვარი, აპ. ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემიის პედაგოგი) და ლევან თაქთაქიშვილი (ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი) გამოავლინა ჟურნალები, რომლებსაც განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო 2020 წელს დააფინანსებს.

 

ესენია:

 

საბავშვო ლიტერატურული ჟურნალები - „დილა“ (35,000 ლარი) და "შოკოლიტი"(25,000 ლარი).

 

ლიტერატურული ჟურნალები - "ცისკარი" (36,000 ლარი), „არილი“(40,000 ლარი) და „ახალი საუნჯე“(40,000 ლარი), "აფინაჟი" (12,000 ლარი) და "ებგური" (12,100 ლარი).

 

კონკურსი ლიტერატურული ჟურნალებისთვის დაფინანსების მოსაპოვებლად მწერალთა სახლმა ამა წლის 9 იანვარს გამოაცხადა. სულ შემოვიდა შვიდი განაცხადი. საბავშვო ჟურნალების კონკურსზე წარდგენილი იყო ორი ჟურნალი: „დილა“ და "შოკოლიტი". ლიტერატურული ჟურნალების კონკურსზე კი ხუთი ჟურნალი: „არილი“, "აფინაჟი", "ებგური", „ცისკარი“ და „ახალი საუნჯე“.