დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით, მწერალთა სახლი მარტის ბოლომდე აუქმებს ღონისძიებებს

თარიღი : 12.03.2020

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის გათვალისწინებით, მწერალთა სახლი მარტის ბოლომდე აუქმებს ყველა ღონისძიებას.

ასევე, მწერალთა სახლის "ლიტერატურისა და შემოქმედებით წერის სახელოსნოში" სასწავლო პროცესი შეჩერებულია 1 აპრილამდე.