თარიღი : 06.07.2021
მწერალთა სახლი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, აცხადებს ლიტერატურულ პრემია ,,ლიტერას 6 ნომინაციაში:
თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 5000 ლარის ოდენობით.
ლიტერატურული პრემიის საკონკურსოდ განიხილება 2020 წელს ქართულ ენაზე წიგნად გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები; პრემიაზე წარდგენილი წიგნი უნდა იყოს პირველი გამოცემა; წიგნის კონკურსზე წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ გამომცემლის მიერ; თითოეულ ნომინაციაში საკონკურსოდ წარმოდგენილი წიგნების რაოდენობა შეზღუდული არ არის; კონკურსის შედეგებს აფასებს მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება და გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ფარული კენჭისყრით. ჟიური იტოვებს უფლებას გამონაკლისის სახით ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში. ამ შემთხვევაში საპრიზო თანხაც გაიყოფა ორად.
გამომცემლობებმა კონკურსში მონაწილეობისთვის მწერალთა სახლში (მაჩაბლის ქ. 13) უნდა წარმოადგინონ:
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2021 წლის 20 ივლისი, 12:00-დან 17:00 საათამდე.
კონკურსანტების მოკლე ნუსხას ჟიური ნოემბრის დასაწყისში წარადგენს. გამარჯვებულები კი 15-დან 20 ნოემბრამდე შუალედში გამოვლინდებიან.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ტელ: +99532 297 41 05; 297 41 02