თარიღი : 29.07.2021
წელს პირველად ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე - საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის N00007864 ბრძანების - „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ - დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წარმოადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.
ასევე წელს პირველად მწერალთა სახლის პრემიების ახალი დებულების თანახმად ჟიურის ვინაობა საჯაროა და წლევანდელი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის შემადგენლობა ასეთია:
დიზაინის ნომინაციაში ჟიურის კონსულტაციას გაუწევს ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე.
აქვე გაცნობებთ, რომ ავტორების სურვილის გათვალისწინებით, ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ კონკურსიდან მოიხსნა წიგნები:
ტორესა მოსი - „ორდროშობანა“; „ინტელექტი“ (ნომინაცია - წლის საუკეთესო რომანი);
მათე სარალიშვილი - „მივიწყებულნი“; „სულაკაურის გამომცემლობა“ (ნომინაცია - წლის საუკეთესო დებიუტი);
ნატალია ავალიანი - „დამწყები“ / „ლაბირინთი მანუელისთვის“; „პალიტრა L“ (ნომინაცია - წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი).