თარიღი : 16.08.2021
ფესტივალის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია ასოციაცია „ქართული კულტურის პლატფორმის” პრეზიდენტი ელენე ჩეჩელაშვილი.
ფესტივალი მწერალთა სახლის, ეროვნული კინოცენტრისა და საქართველოს საელჩოს შვეიცარიაში ხელშეწყობით ხორციელდება.
ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით წარდგება შვეიცარიელი პუბლიკის წინაშე. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა ჟანრებს: ლიტერატურა, მუსიკა, კინო, არქიტექტურა და ხელოვნება. პროგრამა დაიგეგმა და ხორციელდება ციურიხის წამყვან კულტურის ინსტიტუციებთან თანამშრომლობით, ესენია: „კინოპოდიუმი”, “ლიტერატურის სახლი”, “კაბარე ვოლტერი”, “არქიტექტურის ცენტრი” და “ქუნსთრაუმ ვალხეთურმი”.
სამომავლოდ თბილისში განხორციელდება ფესტივალი ”ხიდი: ციურიხი - თბილისი” სარკისებრი პროგრამით.
ფესტივალის სრული პროგრამა იხილეთ ბმულზე .