თარიღი : 05.10.2021
ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ სამ კაციანმა ჟიურიმ, რომლის წევრებიც იყვნენ მწერლები შორენა ლებანიძე, ნინო სადღობელაშვილი და ირაკლი შამათავა ფინალური ტურის მონაწილეე 10 მოსწავლე გამოვლინა:
1. თათია ინჯგია - „აფხაზეთი - მომავლის იმედი ჩვენი“
2. ლიზი ჯავახაძე - „შავი ზღვის თვალით დანახული აფხაზური ისტორია“
3. ონისე თირქია - „ჩემს ტკივილს ჰქვია აფხაზეთი“
4. მარიამ დარციმელია - უსათაურო
5. ანა შეწირული - „წერილი გამოღმიდან“
6. ქეთევან ხუნწარია - „გამშვები პუნქტი“
7. თამარ აქუბარდია - „პაციენტი მეათე პალატიდან“
8. ნიკოლოზ შაბურიშვილი - „ღამე მოლოდინს გავს“
9. ნატალი ჩიტაია - „კარ-გაუღელი“
10. ქეთი გვარლიანი - „გამარჯობა“
ლიტერატურული კონკურსის ფინალისტები ინპროვიზციულ ტურში გადაინაცვლებენ, რომელიც ნოემბრის ბოლოს გაიმართება. აჭარაში დაგეგმილ შემოქმედებით ტურში მოსწავლეები ჟიურის წევრებთან ერთად ორ დღეს არაფორმალურ გარემოში გაატარებენ და ექნებათ საშუალება გაეცნონ იმ თანამედროვე ქართველ ავტორებს, რომლებიც აფხაზეთის შესახებ წერენ.
იმპროვიზაციულ ტურში ფინალისტემა კონკურსის ჟიურისგან მიცემული დავალების მიხედვით, წინასწარ განსაზღვრულ დროში უნდა შექმნიან ლიტერატურულ ნაწარმოებები, რომლებიც კონკურსის დასასრულს ერთ წიგნად გამოიცემა. დაასკვნითი ეტაპზე კი გამოვლინდება სამი საუკეთესო ნაწარმოების ავტორი, რომელებსაც სპეციალური პრიზები გადაეცემათ.
„ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურულ კონკურსია, რომლის მიზანია მოზარდებში ცნობიერების ამაღლება კონფლიქტის ზონებისა და საქართველოს ოკუპაციიის შესახებ, მათთვის იმის შეხსენება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან, რომლებთანაც საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს. სოხუმის დაცემიდან სამი ათეული წლის შემდეგაც ვერ ხერხდება არამხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობების დასტაბილურება, თითქმის გაწყვეტილია კავშირი აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის, წლებთან ერთად რთულდება ისტორიული ურთიერთობების შენარჩუნება და ახალი თაობისთვის აფხაზეთი ნელ-ნელა იქცევა ისტორიულ წარსულად.
ლიტერატურული კონკურსის ინსპირაცია გახდა ირაკლი შამათავას მიერ შედგენილი და გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცემული წიგნი „ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“. ამ წიგნს და კონკურსს ერთი იდეა აერთიანებთ - ახალ თაობას ვესაუბროთ არა ომზე, არამედ ვესაუბროთ მშვიდობაზე და იმაზე რა იყო ომამდე.
ლიტერატურული კონკურსის პარტნიორია გამომცემლობა „ინტელექტი“.