თარიღი : 06.10.2021
წლევანდელი ფესტივალი UNESCO-ს პროექტის "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი" ფარგლებში ჩატარდება.
ფესტივალი უმასპინძლებს ქართველ და უცხოელ ავტორებს და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს ლიტერატურის მოყვარულებს. ღონისძიებები მწერალთა სახლში პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებისა და უსაფრთხოების ზომების დაცვით გაიმართება.
ფესტივალის მთავარი მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, პროექტი "თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი", თბილისის მერია და ამერიკის საელჩო საქართველოში.
დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და მონაწილეების შესახებ გამოქვეყნდება ფესტივალის და მწერალთა სახლის ვებგვერდებზე და სოციალურ ქსელში.