თარიღი : 22.10.2021
პროექტის მიზანია უკანასკნელი 30 წლის გააზრებაკულტურისა და სამოქალაქო უფლებების ჭრილში, საზოგადოებაში არსებული დაპირისპირების და რადიკალიზმის შემცირება, ისეთი საკითხებისწამოწევა, რომელებზეც ნაკლებად საუბრობსქართული საზოგადოება, ან პირიქით, დროდადრომწვავდება საუბარი. აგრეთვე, თანამედროვე ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ტექსტებისგანხილვა ადამიანის ძირითადი უფლებებისა დათავისუფლებების კუთხით.
ციკლის პირველი დისკუსია „მართლმადიდებელი ეკლესია დამოუკიდებელი საქართველოს წლებში“გაიმართება 27 ოქტომბერს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლში.
მომხსენებლები: სერგო ვარდოსანიძე - ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი; ქეთევან რჩეულიშვილი - სოციოლოგი, ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტი; მოდერატორი: დავით ჯიშკარიანი - ისტორიკოსი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
დისკუსიაზე განვიხილავთ, თუ როგორ დახვდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს დამოუკიდებლობას, რა პოლიტიკა ჰქონდა საქართველოს პირველ რესპუბლიკას ეკლესიის მიმართ და რა პროცესები განვითარდა ეკლესიაში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ - ამ საკითხების შესახებ ჩვენმა საზოგადოებამ ცოტა რამ თუ იცის.
დისკუსიის მონაწილეებთან ერთად შევეცდებით თვალი გადავავლოთ ჩვენი ისტორიის ამ უმნიშვნელოვანეს მონაკვეთს და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა გამოცდილების გაზიარება შეიძლება საქართველოს ეკლესიის ისტორიის ამ სამწლიანი პერიოდიდან.
დისკუსიაზე დაიშვებიან მხოლოდ სრულად ვაქცინირებული ან ტესტირებული (PSR) მოქალაქეები.