თარიღი : 21.12.2021
20 დეკემბერს, 17:00 საათზე მწერალთა სახლში ლიტერატურული კონკურსის „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა და პროექტის ფარგლებში სკოლის მოსწავლეების მიერ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემაზე შექმნილი ლიტერატერატურული ტექსტების კრებულის „მოყევი აფხაზეთზე“ პრეზენტაცია შედგა.
კრებულში 10 ფინალისტი მოსწავლის ათი ამბავი შეივიდა, საიდანაც ჟიურის წევრებმა ორი გამარჯვებული გამოავლინეს: ონისე თირქია და თამარ აქუბარდია.
„ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ მწერალთა სახლისა და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი ლიტერატურულ კონკურსია, რომლის მიზანია მოზარდებში ცნობიერების ამაღლება კონფლიქტის ზონებისა და საქართველოს ოკუპაციიის შესახებ, მათთვის იმის შეხსენება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენი თანამოქალაქეები არიან, რომლებთანაც საერთო ისტორიული წარსული გვაკავშირებს. სოხუმის დაცემიდან სამი ათეული წლის შემდეგაც ვერ ხერხდება არამხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობების დასტაბილურება, თითქმის გაწყვეტილია კავშირი აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის, წლებთან ერთად რთულდება ისტორიული ურთიერთობების შენარჩუნება და ახალი თაობისთვის აფხაზეთი ნელ-ნელა იქცევა ისტორიულ წარსულად.
კონკურსი „ვილაპარაკოთ აფხაზეთზე“ ირაკლი შამათავას ლიტერატურული პროექტის ინსპირაციაცაა. „ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“ - ასე ჰქვია ამ გახმაურებულ კრებულს, რომელშიც იდეის ავტორმა, მწერალმა ირაკლი შამათავამ თავი მოუყარა თანამედროვე ქართველი მწერლების ნაწარმოებებს აფხაზეთის თემაზე. ეს კონკურსიც ამ მნიშვნელოვანი წიგნის „ვილაპარაკოთ. 33 ამბავი აფხაზეთზე“ ერთგვარი იდეური გაგრძელებაა, სადაც უკვე ახალი თაობის ხმები გაისმის. ამ წიგნს და კონკურსს ერთი იდეა აერთიანებთ - ახალ თაობას ვესაუბროთ არა ომზე, არამედ ვესაუბროთ მშვიდობაზე და იმაზე რა იყო ომამდე.
პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა: თავდაპირველად, კონკურსში მონაწილე მოსწავლეთა ტექსტებიდან ჟიურის წევრემა: ნინო სადღობელაშვილმა, შორენა ლებანიძემ და ირაკლი შამათავამ შეარჩიეს საუკეთესო ათეული, რომელმაც 5-7 ნოემბერს, აჭარაში, იმპროვიზებულ ტურში მიიღო მონაწილეობა და ჟიურის მიერ შეთავაზებული თემების მიხედვით შექმნა ახალი ტექსტები. სწორედ ამ ტექსტებმა მოიყარა თავი კრებულში „მოყევი აფხაზეთზე“.
წიგნის პრეზენტაციას და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრი ეკა ხოფერია. გამარჯვებულებს სპეციალური ჯიდლოები გადასცა კავკასიის უნივერსტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ.
ლიტერატურული კონკურსის პარტნიორია გამომცემლობა „ინტელექტი“ და კავკასიის უნივერსიტეტი.