თარიღი : 24.01.2022
24 იანვარს, მწერალთა სახლისა და პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ერთობლივი საერთაშორისო სარეზიდენციო პროექტის ფარგლებში, ნანტიდან (საფრანგეთი) თბილისს მწერალი სოფი მერსერონი ეწვევა.
სოფი მერსერონი, წლების განმავლობაში, თეატრის მსახიობი იყო პარიზსა და ნანტში, 2006-2009 წლებში კი დააარსა და ხელმძღვანელობდა, ლიტერატურულ შემოქმედებით სივრცე, L'Ogre à Plumes-ს. წერს პიესებს თეატრალური დადგმებისთვის. მისმა სადებიუტო ნაწარმოებმა, „აპრილი“ (Avril, გამომცემლობა L'Ecole Des Loisirs), არაერთი მნიშვნელოვანი საბავშვო ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა.
მისი რეზიდენციის ფარგლებში, დაგეგმილია რამდენიმე შეხვედრა და ღონისძიება. ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით, იგეგმება ონლაინშეხვედრა ფრანგულენოვან მკითხველთან. პარალელურად კი, რეზიდენციის დიდ ნაწილს, ავტორი ახალ ნაწარმოებზე მუშაობას დაუთმობს.
საპასუხოდ, თბილისთან დამეგობრებულ ქალაქ ნანტში, გაემგზავრება მწერალი ირმა ტაველიძე, რომელიც, აპრილის განმავლობაში, ნანტის რეზიდენციაში იცხოვრებს და იმუშავებს.
„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ და მწერალთა სახლი, საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამას გასული წლის შემოდგომიდან ახორციელებენ. ლა კორუნიას სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილებდნენ მწერლები, თაკო ფოლადაშვილი და თეა თოფურია, ხოლო ლვოვის რეზიდენციაში, ზაზა კოშკაძე იმყოფებოდა. მწერალთა სახლის რეზიდენციას სტუმრობდნენ უკრაინელი და ესპანელი მწერლები.
საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამა შემდგომშიც გაგრძელდება. უახლოეს მომავალში ასეთი პროგრამები განცხორციელდება ირლანდიასა და მექსიკაში.