თარიღი : 02.03.2022
ევროკავშირის პრიზი ლიტერატურაში (EUPL) აფასებს და აჯილდოვებს ევროკავშირის ფარგლებში შემავალი ქვეყნების მწერლებს (სულ 41 ქვეყანა) და ასევე „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნებს. შემოქმედებით პრემია გაიცემა მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურაში და საკონკურსო ტექსტის მოთხოვნაა სამწერლო ოსტატობა. EUPL-ის მიზანია ევროპაში ლიტერატურის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია, სხვადასხვა ქვეყნების ტექსტების მიმართ ინტერესის აღძვრა. პრიზის 2022 წლის გამოშვებაში თოთხმეტი ქვეყნის თოთხმეტი ავტორი მონაწილეობს.
2022 წლის პრიზს EUPL-სთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები ახლავს: განსხვავებით წინა წლებისაგან, როცა კონკურსის მონაწილე თითოეულ ქვეყანას ერთი ლაურეატი ჰყავდა, წელს, პირველად, შვიდი წევრისგან შემდგარი ევროპული ჟიურის წევრები პრიზს ერთ გამარჯვებულს გადასცემენ, და ასევე გამოავლენენ ხუთი სპეციალური ნომინაციის მფლობელს.
მოხარული ვართ, გაგაცნოთ EUPL 2022-ის 14 ნომინანტი 14 მონაწილე ქვეყნიდან. ავტორები და მათი რომანები ნომინირებულ იქნა ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ, რომლებიც ყველაზე კარგად იცნობენ საკუთარ ლიტერატურულ სივრცეს, და რომელთა საქმიანობას უცხოეთში მათი ეროვნული ლიტერატურის გავრცელება წარმოადგენს.
EUPL აგრძელებს მრავალფეროვანი ტექსტებისა და რომანების და მხარდაჭერას, რაც ჩვენს ცვალებად დროებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
EUPL-ის კონსორციუმი მოხარულია, რომ 2022 წლის სიაში უკრაინელი ნომინანტია წარმოდგენილი.სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, განსაკუთრებით კი უკრაინელ მწერლებს, მთარგმნელებს, გამომცემლებს, წიგნის გამავრცელებლებს და ბიბლიოთეკარებს. ოთხი წლის წინ EUPL-ს პირველი უკრაინელი ლაურეატი ჰყავდა - ჰასა შიიანი. 2022 წელს კი „უკრაინული წიგნის ინსტიტუტმა“ ნომინანტად დაასახელა ევგენია კუზნეცოვა, როგორც ქვეყნის საუკეთესო ახალი მხატვრული ხმა. მსოფლიოს ლიტერატურულ საზოგადოებასთან ერთად, EUPL-ის კონსორციუმიც გმობს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მოითხოვს მშვიდობის აღდგენას.
წარმოგიდგენთ ამ წლის თოთხმეტ ნომინანტს:
EUPL 2022-ის გამარჯვებული 21 აპრილს გამოვლინდება პარიზის წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიაზე. ინფორმაცია ყველა ნომინირებული ავტორზე და მათ რომანებზე აქტიურად გავრცელდება ევროპულ ლიტერატურულ სივრცეში. ამგვარად მათ უფრო დიდი საერთაშორისო აუდიტორია გაეცნობა ეროვნული და ენობრივი საზღვრების მიღმა.
ევროკავშირის პრიზს ლიტერატურაში (EUPL) ორგანიზებას უწევს სხვადასხვა ასოციაციებისგან შემდგარი კონსორციუმი. ესენია: ევროპელი გამომცემლების ფედერაცია (FEP) და ევროპელი და საერთაშორისო წიგნის გამავრცელებლების ფედერაცია (EIBF). პროექტი ხორციელდება ევროკომისიის მხარდაჭერით.
პრიზის შესახებ
ევროკავშირის პრიზი ლიტერატურაში (EUPL) ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა“ მხარდაჭერით ხორციელდება და ყოველწლიურად გამოავლენს ევროპის საუკეთესო ახალ ავტორებს მხატვრულ ლიტერატურაში. პრიზის მთავარ ფოკუსში ექცევა სამწერლო ოსტატობა.EUPL-ის მიზანია ევროპაში ლიტერატურის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია, სხვადასხვა კულტურის ტექსტების მიმართ ინტერესის აღძვრა. გამარჯვებული ავტორების შემოქმედება მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება, რათა მათი ტექსტები საერთაშორისო აუდიტორიამ ავტორების ეროვნული და ენობრივი საზღვრების მიღმა გაიცნონ.
2022-2024 წლების ციკლში EUPL პრიზს ახალი ფორმატი აქვს: ნომინირებული წიგნები პრიზზე ადგილობრივმა ორგანიზაციებმა წარადგინეს; მათ მისიას წარმოადგენდა მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე წიგნის დასახელება, რომელსაც ასევე აქვს სხვა ენებზე თარგმნის და გამოცემის პოტენციალი. კონკურსის მეორე ეტაპზე წიგნებს შეაფასებს შვიდი წევრისგან შემდგარი ევროპული ჟიური, რომელიც გამოავლენს პრიზის გამარჯვებულს და ხუთი სპეციალური ნომინაციის მფლობელს. ჟიური დაკომპლექტებული იქნება საგამომცემლო სექტორში მომუშავე მთარგმნელობითი საქმის პროფესიონალებისგან.
ახალი კატეგორიების გამარჯვებული ავტორები ფულად ჯილდოს მიიღებენ. ჯილდოს ნახევარი მწერლებს გამარჯვებული წიგნების თარგმნისათვის მიზნობრივ გრანტად გადაეცემათ. 2022 წლის პრიზის მფლობელი 21 აპრილს პარიზის წიგნის ბაზრობაზე გამოვლინდება.
პროექტის სამწლიანი ციკლი მომავალშიც შენარჩუნდება და ყოველ ჯერზე მასში მონაწილეობას „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნების დაახლოებით ერთი მესამედი მიიღებს.
დამატებით ინფორმაციას პრიზის შესახებ გაეცანით ბმულზე: www.euprizeliterature.eu