მწერალთა სახლი აცხადებს მიღებას ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე. პროექტი ხორციელდება აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.
ჯგუფის შეხვედრა გაიმართება კვირაში ორჯერ არასამუშაო დროს (საღამოს 7 საათიდან) მწერალთა სახლის სივრცეში.
შერჩეული ავტორები პირველ ეტაპზე ენის სამთვიან კურსს გაივლიან.
სწავლება დაიწყება 2022 წლის აპრილში. სწავლების საფეხური - Intermediate (B2). კურსზე დაიშვებიან დაწყებითზე მაღალი (B1 დონე) ინგლისურის მცოდნე ქართველი ავტორები.
რეგისტრაცია ღიაა 23 მარტის ჩათვლით (23:59 საათამდე).