ღამე მუზეუმში - მუზეუმის საერთაშორისო კვირეული მწერალთა სახლში

თარიღი : 11.05.2022

16-20 მაისს მწერალთა სახლი მუზეუმის საერთაშორისო კვირეულს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც დამთვალიერებელს საშუალება ექნება მოინახულოს დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებული მწერლების ექსპოზიცია, გაეცნოს სახლის  ისტორიას - დავით სარაჯიშვილის ცხოვრებიდან საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულ მწერლებამდე. ამავდროულად, კვირეულის ფარგლებში,  წარმოდგენილი იქნება დავითისა და ეკატერინეს საცხოვრებელ სახლში არსებული დამატებითი ექსპონატები, რომლებიც სამუზეუმო სივრცეში არ არის გამოფენილი.

18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღე მუზეუმის საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით 1977 წლიდან  მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. 

მუზეუმის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებშიმწერალთა სახლი და მასში გაერთიანებული დავით სარაჯიშვილისა და რეპრესირებული მწერლების ექსპოზიცია გამოფენების, ღონისძიებებისა და საგანმანათლებლო პროგრამის ფართო ჩამონათვალს სთავაზობს ისტორიითა და სამუზეუმო სფეროთი დაინტერესებულ დამთვალიერებელს.

კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი:


16 მაისი 

21:00 - ღამე მწერალთა სახლში 
 

18 მაისი 

20:00 საათი - ოთარ ჯანელიძის ლექცია: „დავით სარაჯიშვილი“ 

 

19 მაისი

21:00 საათი - ღამე მუზეუმში - რეპრესირებული მწერლების ექსპოზიციის გაცნობა - ირაკლი ხვადაგიანის ტური

 

20 მაისი 

18:00 -  „არტისტული ყვავილები“ - გაგოშას გამოფენის გახსნა;

20:00 - რეპრესირებული მწერლების პოეზიის საღამო. მონაწილეები: ნინო თარხან-მოურავი და ირაკლი გოგოლაძე 


მუზეუმის საერთაშორისო კვირეულის განმავლობაშიმუზეუმებში შესვლა უფასოა.