თარიღი : 19.05.2022
26-29 მაისს მწერალთა სახლი თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალზე სტენდით წარსდგება. საფესტივალო დღეების განმავლობაში ფესტივალზე მოსულ მკითხველს მრავალფეროვან ლიტერატურულ პროგრამას წარუდგენს. სტენდზე კი წარმოდგენილი იქნება მწერალთა სახლის მთარგმნელობითი პროგრამების ფარგლებში გამოცემული ქართული და უცხოური თარგმანები.
მწერალთა სახლის ლიტერატურული პროგრამა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე:
ხუთშაბათი, 26 მაისი
14:30 - 15:00
წიგნის ანონსი: ქართველი და უკრაინელი პოეტები რუსეთ-უკრაინის ომზე (გერმანული გამომცემლობის Klack Verlag ანთოლოგიის ანონსი. მონაწილე: პაატა შამუგია, მოდერატორი: შოთა იათაშვილი
17:20 - 17:50
ახალი ბერძნული მთარგმნელობითი საგრანტო პროგრამის, GreekLit-ის წარდგენა. საბერძნეთის კულტურის ფონდი - ნოპი ხაძიგეორგიუ, წიგნის საერთაშორისო ბაზრობების კოორდინატორი.
პარასკევი, 27 მაისი
15:10 - 15:30
ქართული ბაზრის კვლევის (2016-2020) წარდგენა, საქართველოს მწერალთა სახლი და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია
შაბათი, 28 მაისი
11:40 - 12:10
ეროვნული მუზეუმის მიერ გამოცემული კირილე ზდანევიჩის სამტომეულის წარდგენა, მონაწილეები: ნანა შერვაშიძე, ნატალია ლომოური
კვირა, 29 მაისი
18:40 - 19:00
დისკუსია: რა და როგორ ითარგნება ქართულიდან უცხო ენებზე, მონაწილეები: გიორგი კაკაბაძე, ირინე ჭოღოშვილი
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი წიგნის ფესტივალია, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით გულშემატკივარი და დამთვალიერებელი ჰყავს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის სტუმრების რაოდენობამ ბოლო წლებში 100 000 ადამიანს მიაღწია.