თარიღი : 27.05.2022
2022 წელს მწერალთა სახლის მიერ ინიცირებული წიგნის ჩუქების მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, ტყიბულში, კომპანია "საქნახშირის“ მიერ შექმნილ "წიგნის მოყვარულთა კლუბს" საჩუქრად გადაეცემა სხვადასხვა წლებში მწერალთა სახლის მხარდაჭერით თარგმნილი როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკური ლიტერატურის ნიმუშები.
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 13:00 საათზე ,,საქნახშირის" და მწერალთა სახლის თანამშრომლობით, ტყიბულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ახალგაზრდა მკითხველს შეხვდება თანამედროვე ქართველი ავტორი, ნინია სადღობელაშვილი, რომელიც ისაუბრებს თავისი რომანის ,,დაბადების დღე“ შესახებ, რომელიც სწორედ მოზარდების ცხოვრებისეულ გამოწვევებს ეხება. ამასთანავე, გამომცემლობა ,,ინტელექტი” ზემოთ ხსენებული წიგნის რამდენიმე ეგზემპლარს საჩუქრად გადასცემს ,,წიგნის მოყვარულთა კლუბის” წევრებს.
მწერალთა სახლისა და ,,საქნახშირის“ ერთობლივი პროექტის მიზანია რეგიონში მცხოვრები მოსწავლეებისთვის მეტი ხელმისაწვდომობა ახალ ლიტერატურულ თარგმანებზე და ახალგაზრდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.