თარიღი : 16.06.2022
აიოვას უნივერსიტეტის საერთაშორისო სამწერლო პროგრამის ორგანიზებით თბილისს ოთხი მწერალი ეწვევა.
კრისტოფერ მერილი, ენჯი კრუზი, აიანა მათისი და როზა ალკალა მწერალთა სახლის რეზიდენციაში იცხოვრებენ და ვიზიტის ფარგლებში ღია და დახურულ ღონისძიებებს გამართავენ.
რეზიდენტები მწერალთა სახლში სამ ვორქშოფს გაუძღვებიან:
თითოეული ვორქშოფის ხანგრძლივობა 2-3 დღეა (დღეში 3 საათი). შეხვედრები 28 ივნისი - 3 ივლისის პერიოდში მწერალთა სახლში გაიმართება (სამუშაო საათებში). ზუსტი განრიგი შერჩეული მონაწილეებისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ვორქშოფის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 10.
სამუშაო ენა: ინგლისური.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 22 ივნისის 18:00 საათამდე: