თარიღი : 17.07.2022
22 ივლისს, 18:30 საათზე, მწერალთა სახლი და აშშ-ს საელჩო საქართველოში გიწვევთ ამერიკელი მწერლისა და მხატვრის, ფულბრაიტის სტიპენდიანტის ნილუფარ ტალების ლექციაზე - „თეირანი/თბილისი“.
ნილუფარ ტალები - ირანული წარმოშობის ამერიკელი ავტორი, მთარგმნელი, მულტიდისციპლინარული არტისტი და პროდუსერია. მისი ბოლოდროინელი პროექტებია: მემუარი - „საკუთარი პორტრეტი ყვავილობის ჟამს“ (2019), რომელიც შეფასებულია „ჰიბრიდის სასწაულად“, ოპერა აბრაამი ცეცხლის ალში (2019, კომპოზიტორი ალექსანდრა ვრებალოვი) და TEDx ბერკლის ლექცია, ინსპირირებული ლეგენდარული ირანელი პოეტის აჰმად შამლუს ცხოვრებითა და შემოქმედებით, ორენოვანი ანთოლოგია მიკუთვნება: ახალი ირანული პოეზია (2008), თეატრალური ნაშრომები იკარუსი/ამაღლება (2007), ცეცხლის ანგელოზები (2011), ბევრი ატამი (2015) და გაზაფხულის სპარსული მოგზაურობა: ნოვრუზის ისტორია (2010). ნილუფარ ტალების ნამუშევრები სხვადასხვა წლებში წარდგენილი იყო კარნეგი ჰოლში, სტენფორდ ლაივში, კენედის ცენტრში და ლოს ანჯელესის ხელოვნების მუზეუმში. ტალების არის პენ ამერიკის, წერისა და მთარგმნელობითი საერთაშორისო ცენტრის, კალიფორნიის ხელოვნების საბჭოს, ხელოვნების ეროვნული ფონდის, შემოქმედებითი წერის ფონდის მიერ გაცემული სხვადასხვა პრიზებისა და სტიპენდიების მფლობელი. ამჟამად ნილუფარ ტალები საქართველოში ფულბრაიტის სტიპენდიით იმყოფება.
ლექციის ენა: ინგლისური
www.niloufartalebi.net