26 ივლისს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროფესორის, ნორიკო ჰირაიშის, ლექცია ,,იაპონური ლიტერატურა გლობალურ პერსპექტივაში". ღონისძიების ორგანიზატორია იაპონიის საელჩო საქართველოში.
ნორიკო ჰირაიში ცუკუბას უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროფესორია.დოქტორის ხარისხი მან ტოკიოს უნივერსიტეტში მიიღო.
ნორიკო ჰირაიში დაჯილდოებულია იაპონიის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ასოციაციის პრიზითა და Shimada Kinji 2013 წლის პრიზით.
პროფესორი იკვლევს მოდერნიზაციასა და თანამედროვე იაპონურ ლიტერატურას.
ლექცია გაიმართება ინგლისურ ენაზე.