მწერალთა სახლი აცხადებს უფროსკლასელების მიღებას მსოფლიო ლიტერატურის კურსზე

თარიღი : 20.09.2022

მწერალთა სახლი აცხადებს უფროსკლასელების მიღებას მსოფლიო ლიტერატურის კურსზე.

კურსის მიზანია, საშუალება მისცეს მოსწავლეებს, გაეცნონ მსოფლიო ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს ავტორებს, რაც დაეხმარება მათ ერთიან კონტექსტში გაიაზრონ ქართული და მსოფლიო ლიტერატურა.

ვიწვევთ:15- 18 წლის ახალგაზრდებს;

კურსის ხანგრძლივობა: 2022/23 სასწავლო წელი (ოქტომბერი- მაისი)

თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი.

შეხვედრები ჩატარდება ყოველ ხუთშაბათს 16:00 საათზე

მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა: 60
(აპლიკაციების მიღება შეწყდება ამ რაოდენობის შევსებისთანავე)

ფორმატი: თითოეულ შეხვედრაზე მოსწავლეებს მიეცემათ საკითხავი მასალა, რომელსაც შემდეგ შეხვედრაზე განიხილავენ პედაგოგთან ერთად. შეხვედრები წარიმართება შერეულ, ლექციისა და ინტერაქტიური დისკუსიის ფორმატში.

მოსწავლეები აითვისებენ მხატვრული ტექსტის ანალიზის ძირითად ასპექტებს, გაიღრმავებენ კრიტიკული, ანალიტიკური აზროვნების უნარს, მიეჩვევიან საკუთარი აზრის გამოთქმასა და მის დასაბუთებას, არგუმენტირებულ მსჯელობას.
საკუთრივ შემოთავაზებული ტექსტებს გარდა, მოსწავლეები გაეცნობიან რამდენიმე აკადემიურ სტატიას აღნიშულ ტექსტთან/ავტორთან დაკავშირებით და მოამზადებენ ფინალურ ჯგუფურ პრეზენტაციებს.

პედაგოგები: მანანა ღარიბაშვილი, ხათუნა ცხადაძე, დავით გაბუნია

სწავლის დასაწყისი: 2022 წლის ოქტომბერი

რეგისტრაციის ვადა : 2022 წლის 5 ოქტომბრამდე
კურსის დასასრულს გაიცემა სერტიფიკატი.

სწავლების კურსი უფასოა სკოლის მოსწავლებიისთვის

პროგრამა:

1. ჰომეროსი
2. დანტე ალიგიერი
3. უილიამ შექსპირი
4. იოჰან ვოლფგანგ გოეთე
5. უილიამ გოლდინგი
6. ჯორჯ ორუელი
7. ვირჯინია ვულფი
8. უილიამ ფოლკნერი
9. ტონი მორისონი

განახლება: მსოფლიო ლიტერატურის კურსზე მსმენელთა რაოდენობის შევსების გამო აპლიკანტთა მიღება დასრულებულია.