დავით სარაჯიშვილი – 174

თარიღი : 11.11.2022

10 ნოემბერი დავით სარაჯიშვილის დაბადების დღეა.
ამ თარიღთან დაკავშირებით, 11 ნოემბერს მწერალთა სახლში ღია კარის დღე გაიმართება, რომლის ფარგლებში დამთვალიერებელს საშუალება ექნება დაესწროს მწერალთა სახლისა და დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმის ტურს.
გარდა ამისა, მოეწყობა სარაჯიშვილის სასმელების ეტიკეტების ასლების გამოფენა.
ეტიკეტების განსაკუთრებული დიზაინი, ხარისხთან ერთად, სარაჯიშვილის ალკოჰოლური სასმელის წარმატებას განაპირობებდა.
გამოფენა 15 ნოემბრამდე გაგრძელება.
ღია კარის დღეს მწერალთა სახლსა და დავით სარაჯიშვილის მემორიალურ მუზეუმში ვიზიტი შესაძლებელია გახანგრძლივებული დროით: 11:00-დან 20:00 საათამდე.
პროგრამა ითვალისწინებს როგორც ბავშვების, ასევე ზრდასრულების ტურს.
ზრდასრულების ტურს გაუძღვება მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური.
ბავშვების ტური - 11:00-დან 17:00 საათამდე
ზრდასრულების ტური - 19:00 საათი.
11 ნოემბერს მუზეუმში ვიზიტი უფასოა.
დრო: 11 ნოემბერი, 11:00 საათი
მისამართი: მწერალთა სახლი | ივანე მაჩაბლის ქ. N13