მარი აბრამიშვილი – 100

თარიღი : 15.11.2022

15 ნოემბერს, 18:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება პოეტ მარი აბრამიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო.
მარი აბრამიშვილი 1945 წლის მარტში რამდენიმე ახალგაზრდა პოეტთან ერთად დაააპატიმრეს და შინსახკომის ციხეში ჩასვეს 1 წლით.
იგი ლირიკული და პატრიოტული ლექსების გამო დასაჯეს. გარდა ამისა, დაპატიმრების მიზეზი ხელნაწერი ჟურნალი „ანათემა“ გახდა, რომელიც პეტრე გრუზინსკის ინიციატივით დაარსდა და სახელი კი სწორედ მარი აბრამიშვილმა შეურჩია.
მარი აბრამიშვილს დახურულმა სასამართლომ 6 წლით ვიატკაში გადასახლება მიუსაჯა.
როგორც პოეტი თავადვე იგონებს, გადასახლებიდან დაბრუნებული კვლავ დევნილობაში გრძნობდა თავს, მაგრამ ისევ პოეზიაში პოულობდა ხსნას.
საიუბილეო საღამოზე გამოიფინება პოეტის წიგნები, რამდენი ხელნაწერი და პირადი ნივთი, რომელიც გამოფენის შემდეგ მწერალთა სახლის რეპრესირებული მწერლების მუზეუმში დაიდებს ბინას.
საღამოზე გამომცელობა „ ინტელექტი“ წარადგენს მარი აბრამიშვილის ახლად გამოცემულ სატრფიალო ლირიკას „შენი სახელი შემრჩა ბაგეზე“.